9 თებერვალს, დილით ადრე, ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონში – წერს რეგიონის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ტელეგრამზე.
“რუსეთის აგრესიის გამო დაიღუპა ორი ადამიანი, დაიჭრა კიდევ ერთი”, – იუწყება პროკუდინი და დასძენს, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი უბნები, სამედიცინო ობიექტი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
მანამდე უკრაინის საჰაერო თავდაცვა იუწყებოდა, რომ ჩამოაგდო 10 დრონი 16-დან, რომლებიც რუსეთმა 9 თებერვალს გაუშვა სამი რეგიონის: ნიკოლაევის, ხერსონის და ხარკოვის მიმართულებით.
ხარკოვში დაიჭრა ერთი ადამიანი, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – იუწყება რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი ტელეგრამით.
