გუბერნატორი – ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა

ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის მიმართულებით 91 ჭურვი და 50 დრონი გაუშვეს.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის იერიშის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ