გუბაზ სანიკიძე: იმ მოედანზე თბილისის მერი კი არა, დიდი ფეხბურთელი, კახი კალაძე იყო – მე ვიცი, რა განცდებიც ექნებოდა

ს რომ ვუყურებდი, ეჭვი არ მეპარება, რომ კაცი გულწრფელად ტიროდა და იქ, იმ მოედანზე, თბილისის მერი კი არ იყო, დიდი ფეხბურთელი იდგა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ყველა ერთად ვიყავით – „ქოცებიც“, „ნაცებიც“, „შუა ამომრჩეველიც“. კახა კალაძეს რომ ვუყურებდი, ეჭვი არ მეპარება, რომ კაცი გულწრფელად ტიროდა და იქ, იმ მოედანზე, თბილისის მერი კი არ იყო, დიდი ფეხბურთელი – იყო. მე ვიცი, რა განცდებიც ექნებოდა, ეჭვი არ მეპარება. არ ვდაობ, კახის უხაროდა მთელ ქვეყანასთან ერთად. იმიტომ რომ, მისი თაობა ოცნებობდა ამაზე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ