გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ – არჩილ თალაკვაძე

როგორც ჩანს არის კონტრაქტები, რომელიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა, ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. წინა თვეებში -მა პირდაპირ გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც გამოჩნდა, რომ სააკაშვილის გარემოცვას ასობით ათასი, მილიონამდე დოლარი ჰქონდა გადახდილი იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო მასშტაბით გაეშავებინათ. ამ კონტრაქტში შედიოდა სწორედ სხვადასხვა სპიკერის დაქირავება, სტატიები, გადაცემები. როგორც ჩანს არის კონტრაქტები, რომელიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა, ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
„პატიმარი და ოლიგარქი – ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ – ამ სათაურით The Economist-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც ს მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი