გრიზმანი: “ბარსელონაში” გადასვლით დიდი შეცდომა დავუშვი

“ატლეტიკოს” შემტევმა ანტუან გრიზმანმა “ბარსელონაში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, ფრანგი 2019 წელს “როხიბლანკოდან” “ბლაუგრანაში” 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა წარუმატებელი სეზონების შემდეგ კვლავ მადრიდულ კლუბში დაბრუნდა.
ანტუანის თქმით, “ატლეტიკოს” დატოვება და “ბარსელონაში” გადასვლა შეცდომა იყო.
“ატლეტიკოდან” წასვლით შეცდომა დავუშვი. ჩემს წარუმატებელ თამი სხვებს ვადანაშაულებდი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ “ბარსელონაში” გადავსულიყავი. რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ უკან დაბრუნება მინდოდა. ჩემს დას ვთხოვე, რომ ამისთვის ყველაფერი გაეკეთებინა და დანარჩენზე არ ენერვიულა.
რა თქმა უნდა, რთული იყო. ბევრჯერ ჩუმად ყოფნაც მომიწია. საკუთარ
თავზე გაბრაზებული ვიყავი, გულშემატკივრები თბილად არ შემხვდნენ, თუმცა თავი დავხარე და მუშაობა გავაგრძელე, ნელ-ნელა კი ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა”, – განაცხადა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, გრიზმანმა კატალონიურ კლუბში ჯამში 74 მატჩი გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლით გამოიჩინა.