ლაზარე გრიგირიადისის საქმეზე სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძე თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობა ვერ მტკიცდება. წარმოდგენილ ვიდეოკადრებში ვერ მოხერხდა ვერც გრიგორიადისის ამოცნობა. ბრალდების მხარე ხელისუფლების პოლიტპატიმრად გადაქცეულ ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმას და შსს-ს ქონების განადგურებას ედავება.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. თუმცა ისინი არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, ისაუბრეს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან ლაარეს პატიმრობის საკითხზე.
