გრიგორიადისის ადვოკატი: 9 წელი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოტანილი განაჩენია

ს ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ლაზარესთვის თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მოსამართლის მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით გამოტანილი განაჩენია.
“დაცვის მხარეს არაერთხელ ჰქონდა ბოლო განცხადებებში, რომ არ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი. ეს მოლოდინი გვქონდა, რა თქმა უნდა, თუმცა 9 წელს მაინც არ ვვარაუდობდით. მუხლი 7-11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 9 წელი, ვფიქორბ, რომ განსაკუთრებულად მკაცრად იყო გამოტანილი განაჩენი. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის მუხლით განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 187-ე მუხლმა კი განუსაზღვრა 4 წელი, მაგრამ [მოსამართლემ] გამოიყენა შთანთქმის პრინციპი.
გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ კიდეც და ახლა, მზად გვაქვს განცხადება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით” – ამბობს ლიკა ბითაძე.