გრიგოლ გეგელია Eagle Hills-ზე – მ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს – ეს არის ქართველთმოძულე რეჟიმის მორიგი ხრიკი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ხელისუფლებას მოუწოდებს, Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროოს.
გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას ქართულ დემოკრატიას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„არაღიარებული რეჟიმის ე. წ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მზადაა უპასუხოს ნებისმიერ კონკრეტულ კითხვას არაბულ პროექტთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია, როგორ უნდა უპასუხოს რამეს, როდესაც მთელი კონტრაქტი გასაიდუმლოებულია, ან როგორ უნდა დასვას საზოგადოებამ კითხვები, იმ ფონზე, როდესაც ე. წ. მთავრობა საკუთარ ხალხს უმალავს კონტრაქტს. მ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს, რომელიც 9 მილიონ კვადრატულ მეტრ ქართულ სტრატეგიულ მიწას, დემოგრაფიას, ეკოლოგიას და ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის მომავალს ეხება? იქვე მეორე მნიშვნელოვანი კითხვა: ქართულ ბანკებში ჩაირიცხა თუ არა არაბული 67%-იანი წილის შესაბამისი 1.2 მილიარდი, 600 მილიონის ღირებულების ქართული ინვესტიციის საპირწონედ? ეს არის ქართველთმოძულე რეჟიმის მორიგი რიტორიკული ხრიკი, რომელიც კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ ე. წ. მთავრობას, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს კონტრაქტი“, – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: ციხიდან გამოტანილი მაცივრის შეხედვისას უნდა გაგვახსენდეს ერთი რამ: დაახლ. 700 ათას ადამიანი საქართველოში იღებს სოციალურ შემწეობას, 128 ათასი ოჯახი. ეს ის სახლია ვისაც სახლში ხშირად არ აქვს მაცივარი!