გრიგოლ გეგელია – ლევან დავითაშვილი იტყუება, ჯოშუა ჰაკი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ კრიტიკული განცხადებებითაა გამორჩეული – ჩემზე კარგად იცის, რომ ესენი რუსები არიან

დავითაშვილი იმ მარტივი მიზეზით იტყუება, რომ -ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელსაც შეხვდა, „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი რეჟიმის მისამართით კრიტიკული განცხადებებითაა გამორჩეული – ჩემზე კარგად იცის, რომ ესენი რუსები არიან, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
გეგელია ფიქრობს, რომ დავითაშვილთან შეხვედრაზე ჯოშუა ჰაკი კრიტიკული იქნებოდა.
„რეალურად, ლევან დავითაშვილი იტყუება იმ მარტივი მიზეზით, რომ ის ადამიანი, ვისაც ის შეხვდა, ჯოშუა ჰაკი, გამორჩეულია საკუთარი დემოკრატიის მხარდამჭერი და კრიტიკული განცხადებებით „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი რეჟიმის მისამართით, წერტილი. იმ ადამიანის აზრი, ვისაც დავითაშვილი შეხვდა, საჯაროდ ვიცით. ვიცით, მათ შორის, მკაფიო განცხადებები, რომელიც მან საქართველოს საკითხთან მიმართებით. საპარლამენტო მოსმენის დროს გააკეთა. შესაბამისად, ვიცით, რომ ჯოშუა ჰაკი კრიტიკული იქნებოდა. ის მოითხოვდა ადამიანის უფლებები დაცვას, მეტი ალბათობით, მოითხოვდა პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას, ანუ ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ამასთან, მოითხოვდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თანხვედრაში იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ კურსთან, სულ მინიმუმ ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან. ეს ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკურ ჭრილში სხვა ადმინისტრაციებს ზომავს თანხვედრის მაჩვენებლით ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან. „ქართული ოცნება“ სრულად აცდენილია ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან. ის ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან „პოლიტიკურ ფლირტში“ და ღიად კოლაბორაციულ პოლიტიკაშია შემჩნეულია. ვინ ვინ და ზუსტად ლევან დავითაშვილი არ იყოს პეკინში რომ იჯდა ვახშამზე, სადაც ჩინეთის პრეზიდენტის გარდა, ს პრეზიდენტი იყო? რა თქმა უნდა, რა საკვირველია [ამ ყველაფერს გაუხსენებდნენ]. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხომ ჩემზე მეტი იცი დავითაშვილი კიდევ რას აკეთებს? სახელმწიფოები ხომ ასე მუშაობენ. ძალიან ბევრი ანალიტიკა გააჩნიათ. ჯოშუა ჰაკმა ჩემზე კარგად იცის, რომ ესენი რუსები არიან“,- განაცხადა გეგელიამ.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, გეგელიამ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ისაუბრებდა და არა იმ სანქციებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დაუწესდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში “ალბათ, ვეღარ დაბრუნდებოდა [საქართველოში].
„ლევან დავითაშვილი, სავარაუდოდ, საუბრობს იმაზე, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, რომელიც დაწესებულია. მას ვაშინგტონში რომ ეთქვა, რომ რაიმე სხვა სანქციების აღასრულებენ, რომელიც „ქოცების“ რეჟიმს დაუწესდა, ალბათ, ვეღარ დაბრუნდებოდა, ან დაბრუნდებოდა და „ვოთსაფის“ მეშვეობით, პირველ ვიცე-პრემიერობიდან ცაში იქნებოდა მოხსნილი, როგორც არაერთი მოუხსნიათ. სავარაუდოდ, საუბრობს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. ეს კიდევ ერთხელ გვაგონებს, როგორი სასაცილოა მათი მდგომარეობა. ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, გამოენთნენ და 2022 წლის 25 თებერვალს, როდესაც არავის არ უკითხავს, პირდაპირ თქვეს, რომ ისინი არ უერთდებიან სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჟურნალისტებს კითხვაც არ ჰქონდათ დასმული, როდესაც თავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ეს განცხადება. რატომ? იმიტომ, რომ დავალება იყო რუსეთს სწორი მესიჯი გაეგო. ამავე დროს, იმავე კვირის ბოლოს, გამოვიდნენ და თქვეს, რომ სინამდვილეში, საქართველო ყველა სანქციას არის შეერთებული და რატომ საუბრობს ოპოზიცია, რომ ასე არააო. ახლა ამერიკაში ჩადიან და იფიცებიან, რომ ყველა სანქციას არიან შეერთებული, მაშინ, როდესაც თან ვხედავთ, რომ საქართველო გამოიყენება როგორც მანქანების რეექსპორტის და კიდევ ღმერთმა უწყის, რისი რეექსპორტის სივრცედ. ამიტომ, ამ ხელისუფლების მარტივად არავის არ სჯერა. არავის არ აპირებს მათთან რაიმე სახის სერიოზულ საუბარს. ეს ვიზიტი იყო არა პოლიტიკური ხასიათის, არამედ ტექნიკური ხასიათის. დავითაშვილი, როგორც დარგობრივად შესაბამისი რელევანტურობის პირი, ფინანსურ ინსტიტუტებში იყო ჩასული ფინანსური ტიპის ტექნიკურ შეხვედრებზე“,- განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, „არც ჯოშუა ჰაკი და არც ამერიკის შეერთებული შტატები, არასდროს დადგება ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის მხარეს“.
გარდა ამისა, მან ისაუბრა ს ბრიფინგზეც და აღნიშნა, რომ მას არ გაუკვირდება „თუ „ქართული ოცნების“ რიგებიდან მეტ გადინებას დავინახავთ, რადგანაც ეს არის ჩაძირვის პირას მყოფი გემი“.
„ბოლო დროს ვხედავთ კლანების დაპირისპირებას. ვხედავთ იმას, რომ ლილუაშვილი და მისი კლანი სხვა პირებით ჩაანაცვლეს, ვხედავთ შიდა გადაადგილებებს. არ გამიკვირდება თუ გადინებას დავინახავთ „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რადგანაც ეს არის ჩაძირვის პირას მყოფი გემი. რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ მყარად არის, არ არის. ძალიან დაზარალებულია. ეს, რეალურად, გაბზარული ერთეულია, რომელსაც არ აქვს დიდი ხანი დარჩენილი.შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება ჩემთვის, თუ მეტ და მეტ გადინებას და მეტ შიდა კლანურ დაპირისპირებას ვნახავთ.
კახი კახიშვილმა, გვახსოვს, განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ლოიალური ოპოზიცია, თავისივე ოპოზიცია, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ივანიშვილის ჩანაფიქრი. როგორც კახიშვილმა დაადასტურა, კვლავაც არის. ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, რომ ღარიბაშვილმა შექმნას ერთით მეტი „ოპოზიციური პარტია“. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი ყაველაშვილი გვყავს ოპოზიციონერი. ეს წერა-კითხვის უცოდინარი “პოლიტიკური ნული”, რომელიც ივანიშვილმა წარმოგვიჩინა ვითომ სახელმწიფოს, ვითომ მეთაურად და ამავე დროს, ოპოზიციონერად. ივანიშვილს უყვარს ეს თამაშები. მგონი, ამით იღებს სიამოვნებას“,- განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, „ივანიშვილი შიდა კლანური გადაადგილებებით ერთობა“
გარდა ამისა, გეგელიამ ისაუბრა, ბოლო დროს განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზე და ამის სავარაუდო მიზეზებზე. მისი განცხადებით, „მანამ, სანამ ეს რეჟიმი ჩამოემხობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და საკუთარი შიდა პოლიტიკური გავლენის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდირებას მოახდენს“.
„კობახიძე რუსეთის დაზვერვის აგენტია. ყველაფერი, სამწუხაროდ, დღეს მიდის რუსეთთან, რადგანაც რუსეთი დღეს მართავს ამ სახელმწიფოს. არავითარი ილუზია არ უნდა გაგვაჩნდეს, რომ რაიმე ავტონომიური შემოგვრჩა, რაიმე შიდა ქართული პროცესი შემოგვრჩა, რომ რაიმე ფორმით, თუნდაც ცუდი სცენარი, ამბავი, შეიძლება იყოს ქართული და თავისით მომხდარი. დარწმუნებული ვარ, ამას საკადრისი დოკუმენტაციაც გაუმაგრებს ზურგს ერთ მშვენიერ დღეს, ძალიან მალე, როდესაც ბოროტმოქმედი რეჟიმი დამთავრდება. ჩვენ და სახელმწიფოს ყველა წევრს უნდა ჰქონდეს წვდომა ამ ფაილებთან. ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი, იმ კუთხით, თუ ვინ რა პოლიტიკურ გავლენას ატარებდა, ამ ქვეყნის არსებობის რომელ წლებში, ერთხელ და სამუდამოდ, ეს რუსული ქსელი უნდა იყოს მხილებული. მე მივიჩნევ, რომ არის პირდაპირ რუსეთის დაზვერვის ინტერესების გამტარებლები და ამას ამყარებს საქართველოს უახლესი ისტორიის, ფაქტობრივად, ყველა სხვადასხვა მოვლენა. იქნება ეს, პირველი „რუსული კანონი“ შემოტანა, პოლიტიკური რიტორიკა, „გავრილოვის ღამე“, მეორე „რუსული კანონი“, თუ ყველა სხვა ქმედება და კანონი, რაც ამ ხელისუფლებამ მიიღო. შესაბამისად, მოველი იმას, რომ მანამ სანამ ეს რეჟიმი ჩამოემხობა, კობახიძე კიდევ უფრო გაძლიერდება, საკუთარი შიდა პოლიტიკური გავლენის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდირებას მოახდენს, რასაც ჩვენ ნაწილობრივ უკვე ვუყურებთ. ეს რეჟიმი დასრულდება კობახიძით, როგორც ბოლო პრემიერ-მინისტრით და როგორც ამ სამარცხვინო პოლიტიკური ფიგურით, რომელმაც ისტორიულად ნანახი ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. არცერთ პოლიტიკურ ლიდერს ამ ქვეყნის ისტორიაში, არ მიუყენებია ამდენი ზარალი არც ერთი ქართული ინტერებისთვის“,- განაცხადა გეგელიამ.