გრიგოლ გეგელია – კანცლერმა თქვა, ან ეს კანონი, ან ევროკავშირი

გერმანიის კანცლერის მკაფიო გზავნილებმა ხელისუფლების მიერ „რუსულ კანონთან” დაკავშირებით წარმოებულ იაფფასიან პროპაგანდას ცელი გამოუსვა ორივე ძირითადი მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ს ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.
გეგელიას თქმით, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ან უკან გაწვევა მოუწევს, ან იანუკოვიჩის გზას დაადგება.
„დღეს მსოფლიომ ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერისგან ხაზგასმით მოისმინა, რომ ს მსახური ხელისუფლება მორიგ ჯერზე უპირისპირდება საქართველოს ხალხის ევროპულ არჩევანს.
პირველი: „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონი არის რუსული და ის სრულ აცდენაშია ევროპული კავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან. თუ საქართველოს სურს რომ ევროკავშირთან დაახლოების თეორიული შანსი მაინც ჰქონდეს, რუსული კანონი არ უნდა იქნას მიღებული. „ან ეს კანონი, ან ევროკავშირი” – ეს არის გერმანიისა და ევროპული კავშირის ერთმნიშვნელოვანი გზავნილი. შესაბამისად, არჩევანი მარტივია, „ქართული ოცნება” ან გაიწვევს ამ კანონპროექტს, ან დაადგება იანუკოვიჩის გზას, ვინც საკუთარ ერს და მათ სუვერენულ არჩევანს უღალატა.
მეორე: შოლცმა წერტილი დაუსვა უსაგნო პოლემიკას ე.წ. „ევროპულ კანონზე”, რომელიც, შოლცის მართებული თქმით, სულ სხვა კონცეფციას ეფუძნება და, ნებისმიერ შემთხვევაში, არ იქნება მიღებული.
შესაბამისად, დღეს „ქართული ოცნების” რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ უდიდესი კრახი განიცადა ორივე ძირითადი მიმართულებით. უსაგნო პოლემიკა დასრულებულია. არჩევანი მკაფიოა: ან ეს კანონი, ან ევროპული კავშირი, მშვიდობა და კეთილდღეობა. ახლა ხელისუფლება ამ კანონს ან გაიწვევს, ან დაადგება იანუკოვიჩის გზას“,- წერს გეგელია „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ