გრიგოლ გეგელია – ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა

ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ რეჟიმს აღარ აქვს ლეგიტიმაციის მოპოვების არავითარი საშუალება“ – მათ შორის არც ადგილობრივი არჩევნების გამოყენებით.
„ეს იყო და არის ელემენტარული საღი აზრი.
რაც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპარლამენტის განაცხადია, რომ ეს წარმოადგენს ერთით მეტ საშუალებას, რომლის გამოყენებით ქართულმა საზოგადოებამ შესაძლოა აჩვენოს დემოკრატიული კონსოლიდაცია ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტი მკაფიოდ და ყოველგვარი პირობითობის გარეშე მოუწოდებს ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი. იქვე, პარალელურად ევროპარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, ჩაატაროს გაუმჯობესებულ გარემოში. ეს არის ორი პარალელური მოწოდება, ყოველგვარი პირობითობის გარეშე.
ეს არის ჩვენი მეგობრების პირდაპირი და ნათელი გზავნილი, თუმცა ამის მიუხედავად, და ამ დოკუმენტის გავრცელებამდე, ჩვენ ისედაც მოვუწოდებდით ყველა კოლეგას საერთო მსჯელობისკენ – რაც არის ევროპის მოწოდებაც. დღეს როგორც არასდროს, ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნავს გეგელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს