გრიგოლ გეგელია – გელა გელაძე სააკაშვილის დროს იყო მანდატურის სამსახურის უფროსი, რომელიც სკოლებში რეპრესიებს ატარებდა – ის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც რეპრესიულ პოლიტიკას გაატარებს

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს არ იღებს არც გომელაური და არც . ყველა ასეთ საკითხს წყვეტს . ივანიშვილი თუ ეტყვის კობახიძეს, რომ მეტეხის ხიდიდან გადახტეს, ის გადახტება. ამ ქვეყანას ჰყავს „პრემიერ-მონა“. ეს არის მონათა კოლეგია, რომელიც ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აბსურდულია გომელაურის განცხადება, რომ „ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა“. როგორც გეგელიამ აღნიშნა, „სირცხვილია, ქვეყანაში ამჟამად არსებულ მდგომარეობას რაიმე კუთხით ვუწოდოთ მშვიდობა“.
„დღეს ქვეყანაში მშვიდობის გარდა ყველაფერია. ქვეყანაში არის ტოტალური ქაოსი და განუკითხაობა, კრიმინალური დაჯგუფებები თარეშობენ ქუჩებში. როდესაც ჟურნალისტებს, ქალებს, ბავშვებს ესხმიან თავს, თუ ეს გომელაურს ჰგონია მშვიდობა, კიდევ კარგად ვყოფილვართ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მას ებარა ეროვნული უსაფრთხოება. სირცხვილია, ქვეყანაში ამჟამად არსებულ მდგომარეობას რაიმე კუთხით ვუწოდოთ მშვიდობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს არ იღებს არც გომელაური და არც კობახიძე. ყველა ასეთ საკითხს წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ყველანაირი ილუზია უნდა დავივიწყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ გომელაურს ჰკითხეს, უნდოდა თუ არა გადადგომა. ივანიშვილი თუ ეტყვის კობახიძეს, რომ მეტეხის ხიდიდან გადახტეს, ის გადახტება. ქვეყანას არანაირი პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს. ამ ქვეყანას ჰყავს „პრემიერ-მონა“ მაქსიმუმ. ეს არის მონათა კოლეგია, რომელიც ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს.
ამავე დროს, გომელაურის გადადგომა არის კლანური დაპირისპირების გაგრძელება. ცდილობს ძალაუფლების მონოპოლიზებას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დან 6 თვის გასვლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნების“ ნახევარი კაბინეტი გამოცვალეს. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება კრიზისშია. ეს არის რყევისა და შინაგანი სისუსტის მაჩვენებელი…
გომელაურმა რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი უსაფრთხოება, გადაადგილების თავისუფლება და ფინანსური კეთილდღეობა, როდესაც ბიძინას მსახურების გამო მოხვდა სასანქციო სიაში. მე მეეჭვება, რომ გომელაურს რაიმე ავტონომია ჰქონოდა. ხშირად მესმოდა, რომ მას სისტემის დატოვება უნდოდა. თუმცა, თუ ის ღირებულებების ერთგული იყო, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ იქნებოდა. არც ის გამიკვირდება, რომ მას საკუთარი თავის შველა ახლა მაინც სურდა. 2022 წლის შემდეგ, ამ რეჟიმის სამსახურში დარჩენა, როდესაც ხელისუფლება გახდა კიდევ უფრო მკაფიოდ პრო-რუსული, ნიშნავს, რომ ამ ხალხს ღირებულებები არ გააჩნია,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძის დანიშვნას, გეგელია მიიჩნევს, რომ ის რეპრესიულ პოლიტიკას გაატარებს. ამასთან, მისი თქმით, გელაძე სააკაშვილის მმართველობის დროს მანდატურის სამსახურის უფროსი და „მერაბიშვილის მონის მონა იყო“.
„გელაძე მერაბიშვილის მონის მონა იყო. ის მანდატურის სამსახურის უფროსი იყო ს მმართველობის დროს. ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც მანდატურის სამსახური სკოლებში რეპრესიას ახორციელებდა. სასაცილოა, როდესაც კითხვებს მე მისვამენ სააკაშვილთან დაკავშირებით. მთელი მაშინდელი სისტემა არის განსხეულებული ახლანდელში. იგივე ხდება სუს-ში და სასამართლოში. გელაძე იმ სისტემის ნაწილი იყო. ამის უფლება არ აქვს ადეიშვილის მოადგილე მიქანაძეს, ამის უფლება არ აქვს ს ყოფილ მერ ჩიქოვანს. ამ დღევანდელ სისტემაში ვხედავ იგივე ადამიანებს. შს მინისტრი გახდა კაცი, რომელიც იყო შაშკინის დავალებების შემსრულებელი, რომელიც თავის მხრივ იყო მერაბიშვილის დავალებების შემსრულებელი. კაცი, რომელიც სააკაშვილის მანდატურის სამსახურის უფროსი იყო, ის რეპრესიულ პოლიტიკას გაატარებს“, – განაცხადა გეგელიამ.
რაც შეეხება სხვა თემებს, გეგელია ს მიერ სთვის გაგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, „ეს იყო ჩვეულებრივი, შაბლონურ მილოცვა“.
„ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო მდივან რუბიოს მილოცვა, სადაც ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას. ეს არის ოფიციალური საგარეო პოლიტიკის მკაფიო გამოხატულება. რაც შეეხება ტრამპის წერილს, ჩვენ არ გვინახავს სრული წერილი. იმ პასაჟებში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიტანა, საუბარი არ არის პოლიტიკურ შინაარსზე. ჩემთვის უცნაურია, რომ ამ პასაჟში არ არის საუბარი ბევრ საკითხზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც, როგორც წესი ნახსენები იყო ხოლმე მილოცვებში. საინტერესო იქნება საელჩოს პოზიციაც. რაც ვნახეთ, ეს არის პროტოკოლური მილოცვა. ძალიან მაინტერესებს სრული ტექსტის ხილვა,“ – განაცხადა მან.