გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

იმ ფონზე, როდესაც ჩვენი წევრები იმყოფებიან პატიმრობაში, ჩვენს ორ დამფუძნებელ ლიდერს კვლავაც, განმეორებით ემუქრება პატიმრობა, როდესაც დღეს ათობით ადამიანი იმყოფება პატიმრობაში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებისა და საქმიანობის გამო, გასაკვირი არ არის, რომ გიორგი გახარიასაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს წარედგინა ბრალი, რასაც, ვფიქრობ, ყველა მოელოდა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, „ეს არის პოლიტიკური რეპრესიის გაგრძელება რეჟიმის მიერ, რომელიც სრულყოფილი დიქტატურის ჩამოყალიბების ფაზაზეა გადასული“.
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენი წევრები იმყოფებიან პატიმრობაში, ჩვენს ორ დამფუძნებელ ლიდერს კვლავაც, განმეორებით ემუქრება პატიმრობა, როდესაც ათობით ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებისა და საქმიანობის გამო, ასეთ ვითარებაში გასაკვირი არ არის, რომ გიორგი გახარიასაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს წარედგინა ბრალი, რასაც ვფიქრობ ყველა მოელოდა. ეს არის პოლიტიკური რეპრესიის გაგრძელება რეჟიმის მიერ, რომელიც რეალურად არის გადასული სრულყოფილი დიქტატურის ჩამოყალიბების ფაზაზე. თუმცა ჩემთვის ყველაზე ტრაგიკომიკური ამ ამბავში არის ის, რომ იგივე „ქოცებმა“, იგივე გახარია, მას შემდეგ, რაც მათი დღევანდელი თქმით, ის თურმე ქვეყნისთვის საზიანო აქტივობებში იყო ჩართული, გაამწესეს პრემიერ-მინისტრად და ანდეს ეროვნული უსაფრთხოება, ეკონომიკა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ყველა ძირითადი მიმართულება. დღეს კი ამბობენ, რომ თურმე ეს პირი იქამდე ყოფილა ჩართული ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობაში, რაც მიუთითებს კიდევ ერთხელ იმ პარანოიასა და აბსურდზე, რაც ახასიათებს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს“,- განაცხადა გეგელიამ.
გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „არაფერი გასაკვირი იმაში არაა, რომ ერთ-ერთი პოლიტპატიმარი იყოს ციხეში“.
„დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო. არამარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც, ამ მომენტისთვის, წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ძალიან კარგად იაზრებენ სიტუაციის სიმძიმეს. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, ნაკლებად რელევანტურია ვინ კლინიკაში იქნება და ვინ ციხეში. დღეს მილიონობით ადამიანი იმყოფება პატიმრობაში და კონკრეტული ადამიანები საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო იმყოფებიან ციხეში. ამიტომაც ჩემთვის ყველაზე მთავარია ყველა ამ ადამიანის გათავისუფლება და არა ცალკეული პირების ადგილსამყოფლის გამორკვევა. არაფერი გასაკვირი იმაში, რომ ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, იმ ფონზე, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი არის დაპატიმრებული და ისევ და ისევ საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანები იმყოფებიან პატიმრობაში“,- განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ