გრიგოლ გეგელია – -ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება

„ქართული ოცნება“ ცდილობს მოატყუოს საზოგადოება, რომ ტრამპთან სიტუაციას გადატვირთავენ. გადატვირთეს რამე? – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც გეგელიამ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, საქართველოსთვის აუცილებელია პოლიტიკური სისტემის განახლება, დესტრუქციული პოლიტიკის დასრულება, ჩინეთის ეკონომიკური გავლენის შემცირება და -ის მიმართ კრიტიკული რიტორიკის შეწყვეტა.

„უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა. უნდა შეწყდეს განადგურებაზე მომართული პოლიტიკა. ქვეყანაში უნდა შემცირდეს ჩინეთის ეკონომიკური გავლენა. უნდა შეწყდეს აშშ-ზე თავდასხმები – ეს ნაბიჯები დიდი ხანია დასახელებულია ამერიკის მიერ „ქართული ოცნებისადმი“. „ოცნება“ ცდილობს მოატყუოს საზოგადოება, რომ ტრამპთან სიტუაციას გადატვირთავენ. გადატვირთეს რამე? გვახსოვს, რამდენიმე კვირის წინ აშშ-ში წასული „ქოცების“ დელეგაცია. მართალია არ ყოფილა სახელმწიფო ვიზიტი, არ ყოფილან მიწვეულები სახელმწიფოს მიერ, ესწრებოდნენ კერძო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. ვნახეთ რაღაც შეხვედრები რომ ჰქონდათ, ამ შეხვედრების შემდეგაც, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ – თუ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ გადადგამს ნაბიჯებს, ურთიერთობის გადატვირთვა არ მოხდება“, – განაცხადა გეგელიამ.

ასევე, გეგელიამ ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე ვიზიტზე და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრაზე, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენელი ანაკლიის პორტის განვითარების გეგმას გაეცნო.

მისი განცხადებით, პორტის სრულფასოვანი ფუნქციონირება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე, დღეს კი გამოიყურება, როგორც -„ქოცური“ ჩაფუშული გემი“.

„მე კითხვა გამიჩნდა, რა დაათვალიერებინა? მოსპეს ყველაფერი. მე გეტყვით რას ნახავდა ის, რომ არა „ქოცური“ რეჟიმი: ნახავდა გემებს, კონტეინერებს, დასაქმებულ ქართველებს, სერვისებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ინფრასტრუქტურას. და იოსელიანმა რა აჩვენა დღეს? დაქცეული, „ქოცური“ ჩაფუშული გემი. ესენი არიან მაკეტების ხელისუფლება. გენგეგმა აჩვენესო. რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ იქ გემები უნდა შესულიყო. ამ გემებს მარტო ტვირთი არ უნდა ეზიდა, საქართველო უნდა გაემდიდრებინა და ქართველები დაესაქმებინა. დღეს ვინმე იოსელიანი, მინისტრის მოადგილე აჩვენებს რას? არაფერს, მათ მიერ ჩაძირულ არაფერს“,- განაცხადა გეგელიამ.

გარდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა, გეგელიამ ისაუბრა ანგარიშზე, რომელიც ევროსაბჭოს ადგილობრივმა და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა პირველ აპრილს უნდა განიხილოს.

გეგელიას თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებების ერთობლიობა აჩვენებს, რომ საქართველო აღიქმება, როგორც ნაკლებად სანდო და არაპრიორიტეტული პარტნიორი.

მისივე განცხადებით, ვითარება ეწინააღმდეგება საქართველოს ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

„თითოეული ამ რეზოლუციის, შეფასების ჯამი არის ის, რომ საქართველო არის განხილული როგორც არაპრიორიტეტული პარტნიორი, როგორც არასანდო მხარე, თან როგორი საქართველო, რომელიც ტრადიციულად იყო სხვაგან. ის, რაც დღეს ტრიალებს, ეს არის ქართული საგარეო პოლიტიკის ტრადიციის უარყოფა. ასეთი ანტიქართული ოპერაცია არასდროს ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში. ასეთი ანტიქართული მომენტი არასდროს არ ყოფილა. ევროსაბჭოს დარბაზში თქვა ზურაბ ჟვანიამ ის ეპოქალური ფრაზა -„ მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, ზუსტად ამ დარბაზიდან გააბუნძულეს „ქოცები“ ანტიეროვნული განცხადებების გამო“, – განაცხადა გეგელიამ.