გრენლანდიის მხარდაჭერა – საფრანგეთი და კანადა კუნძულზე გენერალურ საკონსულოებს ხსნიან

გრენლანდიის მხარდაჭერა – საფრანგეთი და კანადა კუნძულზე გენერალურ საკონსულოებს ხსნიან
საფრანგეთი და კანადა გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში გენერალურ საკონსულოებს ხსნიან.
ამ ნაბიჯით, პარიზი და ოტავა გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ დანიის ამ ავტონომიური ტერიტორიის მოქცევას ეწინააღმდეგებიან.
გრენლანდიის დედაქალაქში საკონსულოს გახსნის გადაწყვეტილება საფრანგეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ წელს კუნძულს პრეზიდენტი მაკრონი ეწვია.
საფრანგეთისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჟან-ნოელ ბარო და ანიტა ანანდი, საკონსულოების გასახსნელად ნუუკში დღეს ჩადიან.
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!