გრელანდიას დამოუკიდებლობა სურს – პრემიერი ტრამპთან სასაუბროდ მზადაა

გრენლანდიის პრემიერმინისტრმა მუტე ეგედემ 10 იანვარს განაცხადა, რომ იგი მზადაა -ს არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სალაპარაკოდ, რომელმაც ბოლო დღეებში კვლავ გამოთქვა აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესყიდვის სურვილი.
კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე ეგედემ კითხვაზე, ესაუბრა თუ არა იგი ტრამპს, მან უპასუხა, რომ “არა, მაგრამ სალაპარაკოდ მზად ვართ”.
ამასთანავე, დანიის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა, რომელმაც იმავე პრესკონფერენციას მიმართა, განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა დაამატა, რომ ინაუგურაციამდე შეხვედრას არ მოელის.
მუტე ეგედემ ასევე ხაზი გაუსვა გრენლანდიის მისწრაფებებს. მისი თქმით, “ჩვენ დამოუკიდებლობის სურვილი გვაქვს, სურვილი, რომ ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი თავად ვიყოთ… ეს არის ის, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს”.
“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირ კავშირს, ყველანაირ თანამშრომლობას და ურთიერთობას ვწყვეტთ სთან”. – დაამატა ეგედემ.
წყარო: ტაბულა
გრენლანდიის მთავრობის მეთაური მუნე ეგედე კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრეა. მისი სიტყვები გაჟღერდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ტრამპმა შესთავაზა გრენლანდიის გამოსყიდვა დანიისგან. სხვათა შორის, ეგედემ მაშინ ტრამპის პასუხად თქვა, რომ კუნძული არ იყიდება, თუმცა, მოგვიანებით, გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა, მუნე ეგედემ გამოაცხადა, რომ სურს მიაღწიოს კუნძულის დამოუკიდებლობას დანიისგან.