გრანტ შაპსი – დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მხრიდან თავდასხმის რისკი იზრდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს ს დამარცხება ში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მრიდან თავდასხმის რისკი იზრდება.
„რეჟიმები, რომლებსაც არ სჯერათ დემოკრატიის, თვალყურს ადევნებენ უკრაინაში მიმდინარე ომს და, შესაძლოა, დაიწყონ თავდასხმა დასავლეთის სახელმწიფოებზე,“- განაცხადა გრანტ შაპსმა The Telegraph-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ეგზისტენციალური პრობლემა და მხოლოდ უკრაინას არ ეხება.
„ყველა უყურებს – ირანელები უყურებენ. ნუთუ უბრალოდ გვეწურება ენერგია, გვეწურება მოთმინება და უბრალოდ წავალთ? ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ადევნებს თვალს, ჩრდილოეთ კორეა ადევნებს თვალს. ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, და, რა თქმა უნდა, დასავლური ცივილიზებული სამყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს საკუთარ ქვეყანაში“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.