გრანტს შაპსი – ჩინეთი რუსეთს ლეტალურ დახმარებას უგზავნის

ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ლეტალურ დახმარებას უგზავნის, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა.
„დღეს შემიძლია გავამჟღავნო, რომ გვაქვს მტკიცებულება, რომ და ჩინეთი ში გამოსაყენებლად საბრძოლო აღჭურვილობასთან დაკავშირებით თანამშრომლობენ. -სა და ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვას შეუძლია გამოავლინოს, რომ ლეტალური დახმარება ჩინეთიდან რუსეთში მიფრინავს“, – აღნიშნა შაპსმა.
შაპსს მისი განცხადების გასამყარებლად მტკიცებულება არ წარუდგენია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 64%-ით გაიზარდა და რომ ისინი ერთმანეთის ზურგს უმაგრებენ.
მისი თქმით, „დროა მსოფლიო გამოფხიზლდეს“ და ნატო-მ, ალიანსის მასშტაბით, თავდაცვის ხარჯები გაზარდოს.