გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და “ჰამბურგის” ფრე “აუგსბურგთან”

ბუნდესლიგის ოცდამერვე ტურში „ჰამბურგისა“ და „აუგსბურგის“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელსაც წინა ორ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.1, Flashscore 6.7, whoscored 6.5.
„ჰამბურგი“ 31 ქულით ამ მომენტისთვის მეთერთმეტე ადგილზეა და 12 აპრილს „შტუტგარტს“ ესტუმრება.
ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
ჰამბურგი – აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 ჩავესი (22), 1:1 კენიგსდორფერი (60)
გაძევება: მუჰაიმი (64, ჰამბურგი)