საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა რუსული კანონის გამო პოსტის დატოვებით შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას და თითოეულ ღირსეულ დიპლომატს.
„მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.
ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს უკანასკნელი წლების განმავლობაში.
გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან – ელჩის რანგში – წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს დარჩიაშვილი.
ილია დარჩიაშვილის თქმით, გოჩა ჯავახიშვილმა პოსტის დატოვებით საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში მონაწილეობის შანსი გაუშვა ხელიდან.
„საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან“, – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.
საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი პოსტს ტოვებს.
ეს გადაწყვეტილება მან რუსული კანონის გამო მიიღო. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო საქართველოს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.
გოჩა ჯავახიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
· საქართველოს ელჩი საფრანგეთში გადადგა რუსული კანონის გამო
· თანამშრომლობის გასაგრძელებლად საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს — მილერი
· ხაზარაძე: შეიქმნას ფონდი, რომელიც დაეხმარება საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულებს
· თავს დაესხნენ “გირჩის” წევრ ბორის (ჩელე) ყურუას და “ახალის” წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს
