გოჩა ნაჭყებია: ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძალიან მაგარი პრემიერი, დაიცვას წმინდა გიორგიმ და აშოროს ბოროტი ძალების ყველა განზრახვა!

ჟურნალისტ გოჩა ნაჭყებიას წერილი და პარალელები დღეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს განვითარებულ პროცესებზე.
წერილს უცვლელად გთავაზობთ, რომლის ბოლოსაც იხილავთ პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს, თუ როგორ ცდილობს დასავლეთი ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და მმართველობაში.
“ამ დღეებში, ინტერნეტ სივრცეში აქტუალური გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთ – ერთი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ღიად საუბრობს თანამედროვე სახელდებით ”ომის პარტიის” არსის შესახებ.
ჯერ კიდევ, სამი ათეული წლის წინ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ღიად დაუპირისპირდა დასავლეთს და ფაქტობრივად ამ განზრახვის მსხვერლი შეიქმნა. პრეზიდენტ გამსახურდიას თქმით, სწორედ ამერიკელებმა დაამხეს კანონიერად არჩეული ხელისუფლება საქართველოში. მისი ეს ინტერვიუც წინასწარმეტყველურად იქცა.
„ მთავრობები, რომელსაც თქვენ „დემოკრატიულს“ უწოდებთ, კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. „დემოკრატია“- იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბად.
როცა, ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ, წინააღმდეგობას წააწყდნენ,უბრალოდ ამხობენ მას.
ასეთ შემთხვევაში, არ აქვს ხასიათი დამხობილი რეჟმის ხასიათს- დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა ქვეყნებისადმი, დღეს, საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღშანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც ცდილოებნ შენიღბონ საკუთარი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში“,- აცხადებს პრეზიდენტი ინტერვიუში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიტყვები, ასევე პირდაპირ მიანიშნებს,რომ მისი მკვლელობის შემდგომ აფხაზეთში წარმოებული ომი ამერიკელების ინსპირირებული იყო! როგორც პრეზიდენტმა გამსახურდიამ აღნიშნა მისი მთავრობა ვერ მოისყიდეს და დაამხეს.
ვერ მოსიყიდეს და დამხობა განუზრახეს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც. სამაგიეროდ – გამოზარდეს, მსუყე გრანტებით გამოკვებეს, მოისყიდეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი“, რომელთა უმთავრესი მიზანი დღეს, როგორც 30 წლის წინათ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლების დამხობა იქცა.
პრეზიდენტი გამსახურდია ინტერვიუში ასევე აცხადებს, რომ „მისმა ხელისუფლებამ არ დავუშვა, რომ საქართველო დასავლეთის კოლონია ყოფილიყო.“
ანალოგიურად ფიქრობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პრემიერ -მინისტრი ირაკლი , რომელიც ღიად ამბობს,რომ „ არ დათმობს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს უცხო სახელმწიფოთა ინტერესების სასარგებლოდ“.
საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოში, მისმა ამერიკელმა და დასავლელმა მეგობრებმა ჯეიმს ბეიკერმა და ჰელმუტ კოლმა მოიყვანეს. ს გენერალიტეტს სასტიკად სძულდა ედუარდ შევარდნაძე- მათი ქვეყნის ღალატის , სხვადასხვა მოტივების, მათ შორის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან მილიონიანი საბჭოტა არმიის გამოქცევის გამო და ყოველგვარად ეწინააღმდეგებოდნენ მის საქართველოში გაპრეზიდენტებას.
ისტორიის ამ გადასახედიდან დღეს, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მიზანმიმართულად დაპირისპირეს ამერიკელებმა ელცინის რუსეთს, გააჩაღეს ძმათამკვლელი ომი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, რათა სამუდამოდ შეგვძულებოდა ქართველს -აფხაზი, რუსს- ქართველი.
დიახ, ისეთივე ომი, როგორიც დღეს ხდება, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბის ში!
დიახ , იმ წლებში რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი პირდაპირ რომ იმართებოდა - ს სპეცსამსახურების მიერ, აშშ-ს სენატში: Боже храни Америку, и Россию тоже “ ყვიროდა!
დიახ, როცა რუსეთის ყველა სტრატეგიულ ობიექტს, ატომურ ობიექტებს ამერიკელები აკონტროლებდნენ და ყველანაირი ბერკეტი გააჩნდათ წინ აღდგომოდნენ საქართველოს თავს დატეხილ უბედურებებს ჩრდილოეთიდან!
მაგრამ, განსხვავებით რუსეთის ფედერაციისგან გამსახურდიას საქართველო ჯერ კიდევ არ შედიოდა ამერიკის ვასალების , ყურმოჭრილ მონათა ქვეყნების რიგში.
ფაქტია, დამოუკიდებელ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნდა პოლიტიკური გამოცდილება, არ იყო სათანადო პოლიტიკური კადრები, რათა წინ აღდგომოდა იმპერიათა შორსმიმავალ პოლიტიკას. ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ იყო გამოსული საბჭოთა მენტალიტეტიდან, ბრმად სწამდა, სჯერდა დასავლეთის „უმანკოების“.
ქვეყანას ეწერა განევლო ყველა უბედურება, რაც ქართველმა ხალხმა ვიხილეთ, ვიგემეთ და საბედნიეროდ, ღვთის წყალობით გადავრჩით , გავუძელით ყველა განსაცდელს და დღეს მრავალი ტრაგიკული ქარტეხილით გაძლიერებული, გამოწრთობილი კარგად ვხვდებით ნამდვილი მეგობრის არსს, ფასს და მნიშვნელობას.
ვინც როგორც უნდა, ისე განსაზღვროს თავის ქვეყნის ბედი, მათი ნებაა, მაგრამ საქართველო, ქართველი ხალხი, მიუხედავად მისი ტერიტორიალური თუ მოსახლეობის რაოდენობრივი სიმცირის- არ არის ვინმეს თოკით მოთამაშე თოჯინა, მარიონეტი, რომ როგორც უნდა ისე მართოს. ისეთი ისტორიული ეპიზოდური როლი არგუნოს, როგორიც მსოფლიოს შავ-ბნელ ძალებს სურთ.
დღეს, განსხვავებით მე-XX საუკუნის 90-იანი წლების, საქართველოს ყავს მათივე, ევროპულ უნივერსიტეტში ცოდნით აღჭურვილი , განათლება მიღებული , გამოზრდილი პრემიერ -მინისტრი, რომელმაც კარგად იცის მათი პოლიტიკური ილეთები და ამ ცოდნითვე, იაპონური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სტილის მსგავსად- მათივე დარტყმის ძალას, მათ საწინააღმდეგოდ იყენებს.
დიახ, ღვთის წყალობით, საქართველოს ეღირსა და ყავს ჭეშმარიტად ქართული მენტალობის, ქართული ღირსების , საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი გონიერი, პატრიოტი ლიდერი- !
ძნელია, ამერიკელების ორ სიტყვიან ჩაპროგრამებული ლოზუნგის “ისტორიის სწორი მხარის” განსაზღვრაზე ეკამათო ადამიანს, რომელსაც საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო საერთოდ გადაშლილი არ აქვს ( ან, რა ცოდნის მიმცემია საჯარო სკოლებში დღეს არსებული საქართველოს ისტორიის მიზერული საათები) და მუდმივად ამეორებს სხვადასხვა დროს და ვითარებაში , კონკრეტული სიტუაციისთვის ტვინში ჩაჩიპულ საჭირო აუდიო ჩანაწერს- რუსული, რუსული, რუსული…
დღეს, როცა ყველა ნიღაბი მოხსნილია, არ არსებობს არანაირი კულისებს მიღმა პოლიტიკა , საერთოდ პოლიტიკის, როგორ ხელოვნების არსი გადაგვარებულია და ყველაფერი ძალმომრეობაზე, შანტაჟზეა, დღეს, როცა პირდაპირ, ღია ეთერით გადაიცემა ყველა პოლიტიკური მესიჯი- გვმართებს გონიერება!
მეფე შიშველია, ამერიკელების მიზანი ნათელია- ჩვენი ქვეყნის ხარჯზე საკუთარი ინტერესების მაქსიმალური დაცვა,თუნდაც ამას საქართველოს სრული განადგურება მოყვეს.
უბედურება ისაა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისინი ჩვენივე, გონებაარეულ შვილებს იყენებენ ყალბი „ უკეთესი მომავლის“ დაპირებით!
ძალიან შორს რომ არ წავიდეთ,რა „სიკეთის მომტანია“ ამერიკული დემოკრატია და ხალხებზე ზრუნვა, ჩვენზე ადრე შეიტყო:
1999 წელს – ყოფილი იუგოსლავიის ერებმა. სერბეთის მედიის ცნობით, ურანით გამდიდრებული ავიაბომბებით დარტყმებს 2,5 ათასი ადამიანის სიცოხლე შეეწირა, სპეციალურად უტყამდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, რა დროსაც განადგურდა 35 მართლმადიდებლური ტაძარი და 29 მონატერი. აღდგომა დღეს დაბობმვისას კი ავიაბომბებს ცინიკურიად ეაწერდნენ მილოცვებს «ქრისტე აღსდგა“,
2001 წლიდან მთელი ორი ათეული წლის მანძილზე ავღანელმა ერმა, სადაც მათ უაზრო ინეტრესებს , სადაც მხოლოდ 2001 წელს 35.000 ავღანელი იმსხვერპლეს, მათ იმპერიალისტურ მიზნებს 2010- 214 წლებში შეეწირა ასევე 29 ჩვენი სამხედრო მოსამსახურის სიცოხლე,დაიჭრა -274,
2003 წელს ერაყელმა ერმა, სადაც მათ ცრუ, გამოგონილი მოტივით დაამხეს და ჩამოახრჩვეს ხელისუფლებაში მათ მიერვე მოყვანილი პრეიდენტი სადამ ჰუსეინი, ქვეყანა ჩაძირეს ქაოსსა და არეულობაში, რამაც ნახევარ მილიონზე მეტი ერაყელის სიცოცხლე შეიწირა, 2011 წლეს ლიბიელმა ხალხმა, რომელსაც მოუკლეს ასევე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი მომარ კადაფი. ფაქტის შეტყობის შემდეგ , პირდაპირ ეთერში კი სიხარულს ვერ მალავდა მათი ბნედიანი სახელმწიფო მდივანი,
2014 წელს სირიელმა ერმა, რომელმაც გაუძლო და არ დანებდა ამერიკელების თავდასხმებს, ამ წუთებშიც კი ამერიკელების წაქეზებით ძმათამკვლელი ომი მიდის უკრაინაში, რასაც ამერიკული სპეცსასმახურების დათვლებით უკვე ემსახვერპლა 700.000 უკრაინელი ჯარისკაცის და 300.000 რუსი მებრძოლის სიცოხლე.
სხვადასხვა დათვლების შედეგად კი, 2001 წლიდან მოყოლებული ამერიკელების მიერ გაჩაღებულ სასაკლაოს მსოფლიო მასშაბით ემსხვერპლა 4,5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოხლე!
ნათლად ხედავს ეს ახალგაზრდა პატრიოტი კაცი, რას უქადის ყალბი „ამერიკული დემოკრატია“ ქვეყანას. არ სურს მსგავსი ომი,ნგერვა , უბედურება, ქვეყნის , მომავლის განადგურება და ფაქტობრივად გადადო გასაწირად თავი!
აი, რას ებრძვის ირაკლი კობახიძე, რომელიც თანამედროვეობის გმირია, რომელიც საკუთარი სიცოხლის რისკის ფასად წინ აღუდგა უბოროტეს ძალას „ ომის პარტიის „ სახით!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძალიან მაგარი პრემიერი, დაიცვას წმინდა გიორგიმ და აშოროს ბოროტი ძალების ყველა განზრახვა!”- წერს გოჩა ნაჭყებია.

ასევე დაგაინტერესებთ

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, არავითარი მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდებაო- რომელს დავუჯეროთ?