გოჩა მირცხულავა: უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც …

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
უკლებლივ ყველამ
ითამაშეთ ბიძინას თამაში – სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც:
1. დეკემბერ – მარტში არ შექმენით არანაირი სათათბირო ერთიანი სააკორდინაციო – პარლამენტის ალეტრნატიული ორგანო;
2. ახალ წელს შიმშილობის დაწყების ნაცლად, როდესაც ციხეები უკვე სავსე იყო რეპრესირებულებით და ტერორის მსხვერპლთ ჯერაც არ ჰქონდათ იარები მოშუშებული – ლამის ორკილომეტრიანი სუფრა გაშალეთ;
3. გაფიცვების ტალღა ასე თუ ისე ტემპს კრეფდა და უცებ გამოხვედით მოწოდებებით – ბიზნესი ცუდ დღეშია გავხსნათ ყველაფერიო; (ჰო
და ეკონომიკა რომ დაუქოქეთ ხელისუფლებას – გულაობის, ქეიფის და მოგზაურობის ხალისიც დაბრუნდა – რის უფლებას ჯერ- ჯერობით მიზანმიმართულად არ ზღუდავენ, რადგან მათი მოწინააღმდეგეც მაგ დროს მათი მომხრეა – თითქოს ვერავინ მიხვდა რომ “ოცნების” მოკავშირე გახდით… )
4. აპრილ- მაისში, როდესაც კვლავ იყო შანსი ერთიანი სათათბიროს – გაერთიანების შექმნის და ესეც ჩაშალეთ;
5. პოლიტიკოსებზე უარის პარალელურად, ახალი – ფორმალური, თუნდაც დროებითი ცენტრის შექმნაზე მუდმივად უარი იძახით (მინიმუმ იმდენი ხომ უნდა გესმოდეთ, რომ პარტნიორებმა არც კი იციან ვის ესაუბრონ);
6. დეკემბერ-მარტში თან სანქციებს ითხოვდით და თან ჩალიჩობდით, ვიღაც სიიდან ამოგეღოთ;
7. მაისში უკვე დასვება- გულაობის გრაფიკს ადგენდით;
8. არჩევნებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე ვერ მიხვედით;
9. ამ პერიოდში გარიგება და დალაგება მოასწარით;
10. სხვისას არაფერს აღიარებთ;
11. “მე”-თი იწყებთ და ამთავრებთ ყველა საუბარს;
12….
13…
….
მგონი მართლა ვერ ხვდებით, ერთ დღესაც სად გაიღვიძებთ

ასევე დაგაინტერესებთ