გოჩა მირცხულავა: დღესაც, თუ საგამოძიებო ჟურნალისტიკას გამოვრიცხავთ, შემიძლია ისევ და ისევ დაბეჯითებით ვთქვა: ქართული ოპოზიციური ტელემედია არ არსებობს – ყველა ბიძინას სამსახურშია!

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
ჯერ კიდევ 2018 წელს ვწერდი, რომ ქართული სატელევიზიო მედიის (ვითომ ოპოზიციური განწყობის) სარედაქციო პოლიტიკა, საკუთარი უგუნური აქცენტებით, მუშაობდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ერთადერთი – მოვლენების “ლაივ” რეჟიმში გაშუქება – კადრის ძალა იყო აბსოლუტურად რეალური. ამ კადრსაც კი იმ კომენტარებით თუ კომენტატორებით აფუჭებდნენ და იმ კითხვებით, როლებსაც ან უვიცი, ან სასარგებლო იდიოტი პროდიუსერები ჟურნალისტების მეშვეობით აჟრერებდნენ.
ცალკე საკითხი იყო საავტორი გადაცემები, როდესაც “ავტორებმა” თემა თითქმის არასოდეს იცოდნენ სიღრმისეულად და თუ, აქა იქ, ვინმეს მოიწვევდნენ მცოდნეს – იმასაც არ ასაუბრებდბენ .
ცრუ მოლოდინები, ინფანტილიზმი, მკვეთრი ხაზების გავლება საზოგადოების გასამიჯნად – ეს მცირე წვლილია რაც მათ შეძლეს შეექმნათ ხალხის საზიანოდ და “ოცნების” გასაძლიერებლად.
გენიოს მფლობელებსა და ავტორებს, იმას რომ ვერ გააგებინებ, რწმენას კოვზით არ უნდა დაუპირისპირდე (კოვიდის პერიოდი), პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ფიგურების გარჩევა როგორ გინდა ასწავლო? ან ვინ გიჯდება წინ, იმისთის რომ ისწავლოს. მათ ხომ ყველაფერი იციან…
ამის მიუხედავად, ამ გადასახედიდან, მათ ბევრი რამ უნდა ესწავლათ, თუმცა… ერთმნიშვნელოვნად ვამბობ – რაც დღეს ქართულ სატელევიზიო (ვითომ ოპოზიციურ) სივრცეში ხდება – ერთი წინადადებით ს და პრორუსული მთავრობის კრიტიკა (სადაა თორემ კი) და მეორეთი სწორედ ამ პრორუსული მთავრობის აპოლიგეტებისა და სხვადასხვა პერიოდში მისი ისტებლიშმენტის წარმომადგენლების აზრების საზოგადოებისთვის თავს მოხვევით, სულაც არ გახლავთ შეცდომა ან სასარგებლო იდიოტობა – ეს არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში რუსეთის მხარეს ყოფნა.
ცხადია ისიც, რომ საქმე არ არის მხოლოდ ცალკეულ “სტუმრებში”, არამედ იმ აქცენტებშია, რომლებსაც ამა თუ იმ საავტორი გადაცემების წამყვანები აჟღერებენ. იმ კითხვებშია, რომელსაც 25-ე კადრად ულექავენ თავში საზოგადოებას.
თუმცა, როდესაც ათასები გაქვს ჯამაგირი – წინ ვინც გიზის ისიც შენსავით ათასიანთა კლუბშია – მაგრად ფეხებზე გკიდია სახელწიფო, მით უფრო, რომ ტივტივს მიჩვეული ხარ და სულაც რომ მოიშალოს სახელმწიფოებრიობა იტყვი – მე კრიტიკულ კითხვებს ვსვავ. კი ასეა – გააჩნია ვის სასარგებლოდ და რა კონტექსტში.
დღესაც, თუ საგამოძიებო ჟურნალისტიკას გამოვრიცხავთ, შემიძლია ისევ და ისევ დაბეჯითებით ვთქვა: ქართული ოპოზიციური ტელემედია არ არსებობს – ყველა ბიძინას სამსახურშია! არის შეცდომების კატეგორია, რომელიც დანაშაულზე უფრო მძიმეა… ეგრეა ახლაც, თუ ეს შეცდომაა… თუმცა, ზუსტად ვიცი რაც არის…