ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
და ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, განსაკუთრებით კი ქართულ კუდაბზიკობას – როდესაც ადამიანს არ შეუძლია თქვას მშია, არ შეუძლია და რცხვენია ხმამაღლა იყვიროს, რომ მშობლებს და შვილებს სათანადოდ ვერ უვლის, არ შეუძლია ამ ნაგავი ბიზნესმენების მიერ შეთანხმებით 1, 2 თუ 5 თეთრით გაზრდილი საწვავის, პურის ფასი გააპროტესტოს. იმის ტრ@ი არ აქვს, რომ ხელფასის გაზრდა მოითხოვოს და სოციალური გარანტიები ჰქონდეს და გამოგონილ მშვოდობაზე საუბრობს – გული მერევა.
ახლა რომ ვფიქრობ, ამ ნაგვების მიერ მოპარული ფულით რამდენი ადამიანი იცოცხლებდა, რამდენი გადარჩებოდა, რამდენი მიეფერებოდა საკუთარ შვილს თუ მშობელს.
გახსოვთ, 12 წლის გიგა მამულაშვილი, აფრიკის დასახლებიდან ჯართის შეგროვების დროს რომ დაიღუპა? თხრილში – სადაც ჯართს აგროვებდა – მიწა ჩამოიშალა და მოზარდი მოიყოლა.
გახსოვთ გაუბედურებული მამა – “კაცი თოჯინით” და უამრავი გაუბედურულებული შოვში, იმიტომ რომ გაფრხილების სიტემა არ არსებობდა, რომელიც 1 მილიონზე მეტი არ დაუჯდებოდა სახელმწიფოს…
ეგ გახსოვთ – 8 წლის გენადი, 6 წლის ტარიელი, 5 წლის თიკო და ერთი წლის როსტომი, 28 წლის დედასთან ერთად, ბაღდადში ფიცრულ სახლში რომ ჩაიწვნენ?
რამდენი რამ შემიძლია გაგახსენოთ…
გახსოვთ უამრავი, ბანკების – ფორმალურად მათივე ფინბიუროების – მიერ სახლიდან გამოგდებული ოჯახი?
და ამ საზოგადოებას სოციალური პროტესტი უტყდება.
მერე რა კაცო, ხელი გაანძრიონ და დღეს ვინ მოკვდება მშიერიო, – ამბობს წურბელა მასწავლებელი, რომელიც აგიტატორია და საჯარო მოხელე, რომელიც ხელფასს რაში იღებს თავადაც არ იცის
ყოველ დღე, საკუთარი თვალით ხომ ხედავთ მარკეტებში მოხუცებსა და ახალგაზრდებს, ათი თეთრი რომ აკლდებათ პურის საყიდლად, რომელიც უეცრად გაძვირდა.
და თქვენ მეტყვით რომ ჩვენ ვართ სოლიდარული საზოგაოდბა?
ეს საქონელები გვაუბედურებენ და ჩუმად რომ ვაგდივართ – ესაა სირცხვილი. 6,5 მილიონიო სახლშიო კაცო. სახლში… მხოლოდ ეს თანხა რამდენ სისიცხლეს გადაარჩენდა და ამ ნაძირლებს კიდევ რამდენი აქვთ მოპარული.
და… საზოგადოება დუმს – ახლა ხომ იბრძვიან თურმე კორუფციის წინააღმდეგ. და პოლიტიკური პასუხისმგებლობა? ვინც “იბრძვის” სწორედ ის არ იყო ამ ადამიანების პარტიის თავმჯდომარე? მან და მისმა სუვერენმა არ დანიშნეს ეს კორუმპირებულები?
რომ ვამბობ, ეს არ არის საზოგადოება, არც ხალხია, არამედ ბრბო და ნახირია – თურმე ცუდად ვამბობ, ნერვები უნდა მოვთოკო.
იცით,ამ წლების განმავლობაში მე და ჩემმა მეგობრებმა რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ? მაგრამ არ გავბოროტდით იმიტომ რომ ვიღაცას ჩვენზე მეტი უჭირდა და სახელმწიფოს (!) სჭირდებოდა და სჭირდბა ჩვენისთანა იდეალისტები.
მაგრამ… მართლა გაოგნებული ვარ ამ კომენტარებითა და სიმშვიდით. 20 მილიონი ამოღებული თანხა თურმე მიემართება ბიუჯეტში. და ამით სამართლიანობა აღდგება? 12 წლის გიგა მამულაშვილი გააცოცხლეთ! ა, ეს არ შეგიძლიათ…
აი, სულის შეძვრამდე მეზიზღება – ჩაჯმული, მენტალურად გახრწნილი და კონფორმისტი – ამ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმტესობა.
თქვენი “შემწყნარებელი”, ჰუმანური, მომთმენ-შემგუებელი, კუდაბზიკა დედა ვატირე რა.
 
				 
								
 
								


