გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ერთმა პირმა დაზიანება მიიღო.
დაშავებული, 20 წლის ახალგაზრდა, გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის, ქეთი მარანელის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და უმოკლეს დროში მოხდება მისი რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიტ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და
236-ე მუხლებით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
