გორში საპატრულო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა პაციენტი

გორში სასწრაფო დახმარების ავტომობილი და საპატრულო ეკიპაჟი ერთმანეთს შეეჯახა. ამ დროს ექიმებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდათ.
ადგილზე სასწრაფო დახმარების სხვა ჯგუფი გამოიძახეს – პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მსგავს საქმეებს, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებს, საქართველოს პროკურატურა იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს