გორში პროექტი – „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში შშმ პირებმა, ომის ვეტერანებმა და სტუდენტებმა პირველად თეორიული და პრაქტიკული სამხედრო მეცადინეობები გაიარეს. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გორელ მონაწილეებთან ერთად აქტივობაში მონაწილეობდნენ ადამიანები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
“აქტივობებს გომბორის მოსამზადებელმა ცენტრმა უმასპინძლა.
პროექტის მონაწილეები გაეცნენ ტოპოგრაფიის, საინჟინრო მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, იარაღის გამოყენების წესებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკული სროლების აქტივობა.
კახეთის ფაზის მეორე ეტაპი ლაგოდეხმა უმასპინძლა, სადაც თევზაობის ფესტივალი გაიმართა. გარდა თევზაობისა მონაწილეებმა 440 ჰექტარ ველურ ბუნებაში 100-მდე გნოლი და კოკობი გაუშვეს.
პროექტის მონაწილეებმა მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები სპორტის შემდეგ სახეობებში – მინიგოლფში, მიზანში სროლასა და ბოულინგში გამოცადეს. აქტივობას კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა.
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება.
პროექტი ხელს უწყობს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.
პროექტში გორელების მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია