გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებაში, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
„გარბენის მანძილი 5 კილომეტრი იყო. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ორგანიზებით მოეწყო.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა.
ტრადიციულად ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე, 9 მაისს აღინიშნება. საქართველო ევროპის დღის აღნიშვნას 2004 წლიდან შეუერთდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს