ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას, – ამის შესახებ გორის საკრებულოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანო ბალიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ღალატს ნიშნავს.
„მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამ ქვეყნის მოქალაქე ვფიქრობ, რომ ამ ვითომ არჩევნებში მონაწილეობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ღალატობს ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესის და მიზნის გარშემო.
შიდა ქართლის რეგიონს, რომელსაც მე წარმოვადგენ, მათ შორის ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ყველა იმ პატრიოტს, რომელიც იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მივმართავ ამ ტრიბუნიდან, რომ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას“, – განაცხადა ანო ბალიაშვილმა.
