გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდას მთაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა.
„ღონისძიება შინდისის გმირების ხსოვნას მიეძღვნა.
დოღზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები – მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ “ კენტავრის” თანადაფინანსებითა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით წელს მეოთხედ ჩატარდა.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ცხენოსნობის პოპულარიზაციასა და სპორტის ამ სახეობაში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას“, – ნათქვამია განცხადებაში.