გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო.
უწყების ცნობით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სოფლად განსახლებული დევნილების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში ხელშეწყობაა.
„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სოფლად განსახლებული დევნილების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში ხელშეწყობაა. დევნილი ოჯახები სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას ეწევიან. დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 100-მდე სათბური მოეწყო“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა – განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება