გორის მერობის კანდიდატმა კონსტანტინე ბუზალაძემ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი კოტეჯი გადასცა

გორის მერობის კანდიდატმა კონსტანტინე ბუზალაძემ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი კოტეჯი გადასცა
გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, ლია ჩხიკვაძის ოჯახს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ახალი საცხოვრებელი კოტეჯი გადასცა. ოჯახი დღეიდან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეძლებს. ბუზალაძემ, რომელიც ამავდროულად მერის მოვალეობის შემსრულებელიცაა, აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ოთხ ოჯახს უზრუნველყოფს ახალი საცხოვრებლით.
“მარიამობის დღესასწაული მივულოცეთ ლია ჩხიკვაძის ოჯახს და გადავეცით ახალი საცხოვრისი. მას და მის მცირეწლოვან შვილებს შესაძლებლობა აქვთ დღიდან გადავიდნენ კოტეჯში და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა და ქალბატონ ლიას და მის შვილებს ოცნება აუხდათ. ძალიან ემოციური დღეა, შთამბეჭდავია ამ ბავშვების გაბრწყინებული თვალების ყურება და მიხარია, რომ მათი ემოციების მოზიარე გავხდი. ქალბატონ ლიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და გორის მერია ამ მიმართულებითაც ეხმარება. მიმდინარე წელს კიდევ 4 ოჯახს გავახარებთ. ამ დრომდე ახალი საცხოვრისით გორის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია 30-მდე უსახლკარო ოჯახი.” – განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ. ამ დრომდე ახალი საცხოვრისით გორის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია 30-მდე უსახლკარო ოჯახი. პროექტი ითვალისწინებს უსახლკარო ან ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების საკუთარ მიწაზე ახალი კოტეჯის მშენებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში