გორის მერია – გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მოეწყო საგზაო მოძრაობის ნიშნები.
„ერთ კილომეტრამდე სიგრძის ქუჩა ერთმანეთს ცხინვალის გზატკეცილსა და ნადირაძის ქუჩას აკავშირებს.
დღემდე ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩებზე მოხვედრა, მხოლოდ ტყვიავის ქუჩის გავლით შესაძლებელი იყო. ორივე ქუჩაზე წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილია კონცენტრირებული.
პროექტი ცხინვალის გზატკეცილსა და ტყვიავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით განხორციელდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.