გორის მერია – გორის მერის მოადგილემ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, 100 წლის ვეტერან მოხუცს დაბადების დღე მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, 100 წლის ვეტერან მოხუცს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, II მსოფლიო ომის მონაწილე, ოთარ ტლაშაძე იუბილესთან დაკავშირებით გორის მერიისგან საჩუქრად 1000 ლარს მიიღებს.
„გარდა ამისა, მას მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1000 ლარიც გადაეცემა.
აღნიშნული დახმარებებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები II მსოფლიო ომის ორი მონაწილე სარგებლობს.
გორის მერიისგან 1000 ლარი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს წელიწადში ერთხელ გადაეცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა