გორის “დილას” პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.
“ჩვენს კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიერიდან ,,დილას” 44 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა გაწვრთნის. რუი მოტას მთავარი მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: პორტუგალიური ,,ბრაგა” და ,,მორიერენსე”, ასევე, ვარშავის ,,ლეგია”, ბელგიური ,,სტანდარტი” და ბრაზილიური ,,ვასკო და გამა”; ასევე – “ალკოჩეტენსესა” და ,,სიბენიკის” ასაკობრივი გუნდები. რუი მოტასთან ერთად კლუბში მისი ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს ასევე პორტუგალიელი სპეციალისტი ემანუელ რიბეირო.
34 წლის სპეციალისტს ასისტენტის
თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში, როგორებიცაა დონეცკის ,,შახტარი” და პოლონური ,,გნდანსკი”, – წერს “დილას” პრესსამსახური.