გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები

გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.
„აქ იყო კოორდინაცია ისევე, როგორც თავის დროზე იყო კოორდინაცია მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ იმის პარალელურად, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სანქციებთან მიერთებას და ა.შ.
რუსეთთან დაკავშირებით უკრაინელი დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე. პირდაპირი მოწოდებები იყო ამასთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი მათგანი PACE-ს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, სახელმწიფოსთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. დღეს, ვითომც არაფერი, საუბრობს, თურმე არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტი. ის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს. ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა