9
გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო – ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
ირკვევა, რომ კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები – ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.
განცხადების თანახმად, ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში, თუ ობიექტების მფლობელები თავად არ უზრუნველყოფენ დემონტაჟს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სანაპირო ზოლი სრულად მოწესრიგდება და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება”- წერია განცხადებაში.



