გონიო, ბათუმი: საინვესტიციო შესაძლებლობები და ურბანული განვითარება

საკურორტო ქალაქების ევოლუციის ეტაპები
საკურორტო ქალაქების განვითარება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხშირად საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად, ქალაქის ცენტრი იძენს ფორმას და ხდება ერთგვარი ფოკუსი ტურისტებისათვის. ეს ტერიტორია ნელ-ნელა უფრო და უფრო კონცენტრირებულია ტურისტულ გასართობებზე, რესტორნებზე, მაღაზიებსა და სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურაზე. ქალაქის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ტურისტების რაოდენობაც იზრდება, რაც, თავის მხრივ ზედმეტად ტვირთავს ქალაქის ცენტრს და ზღუდავს სივრცეს ახალი სასტუმრო კომპლექსების განვითარებისაგან.
გარეუბნების როლი საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში
საკურორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების პროცესში გარეუბნები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ასეთ შემთხვევებში, სწორედ გარეუბნებია ქალაქის განვითარების შემდეგი ეტაპი, დიდი სივრცისა და ქალაქის ცენტრთან სიახლოვის გამო. გარეუბანში განლაგებული მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსები არამხოლოდ ახალ ინფრასტრუქტურას გვთავაზობს, არამედ იძენს დამატებით უპირატესობებს, როგორიცაა კერძო პლაჟები, გოლფის მოედნები, სპა ობიექტები და სხვადასხვა გასართობი შეთავაზებები.
მარბელა: ევოლუციის ნათელი მაგალითი
განვიხილოთ მაგალითი საკურორტო ქალაქისა, რომელმაც შთამბეჭდავი განვითარება განიცადა – ეს არის მარბელა ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე. მარბელას ისტორიული ცენტრი, თავისი ვიწრო ქუჩებითა და უძველესი ნაგებობებით, გთავაზობთ ავთენტურ გამოცდილებას, მაგრამ გადატვირთულია ტურიზმის სწრაფი ზრდის გამო. ძვირადღირებულმა 5-ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა და საკურორტო კომპლექსებმა გადაინაცვლეს გარეუბნებში, მაგალითად – პუერტო ბანუსში. ეს გარეუბანი, რომელიც ცენტრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, გახდა ელიტარული ადგილი მდიდრული სასტუმროებით, ძვირადღირებული მაღაზიებით, რესტორნებითა და იახტ-კლუბებით.
ნიცა: ადგილი, სადაც კულტურა ხვდება ფუფუნებას
კიდევ ერთი მაგალითია ნიცა – საფრანგეთის კოტ დაზურზე. ნიცას კულტურული და ისტორიული ცენტრი მცირე სივრცის გამო შეზღუდულია მდიდრული სასტუმროებისა და კურორტების განვითარებაში. ბევრი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და კურორტი ირჩევს ისეთ გარეუბნებს, როგორიცაა Saint-Jean-Cap-Ferrat, ტურისტებს სთავაზობს ექსკლუზიურობისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს. თუმცა, ნიცასთან სიახლოვე უზრუნველყოფს ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული ძეგლების დათვალიერების შესაძლებლობასაც.
ს ტრენდები და ფავორიტი – გონიო
მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა ბათუმშიც, რომელიც განვითარების სტადიიდან უკვე ჩამოყალიბებაზე გადადის. ქალაქის ცენტრი დიდი არ არის, შესაბამისად, სასტუმროს ბრენდების ყურადღების ცენტრში უკვე გარეუბნებიც ხვდება, განსაკუთრებით კი გონიო.
გონიო გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით:
· 1. სუფთა წყალი: გონიოსა და მის შემოგარენში ანკარა და სუფთა წყალია. ტალახიანი მდინარე ჭოროხი, ზღვის სხვა მონაკვეთში ჩაედინება და მიედინება საპირისპირო მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად ცვლის წყლის ფერსა და ხარისხს.
· 2. დიდი სივრცე: გონიოში პლაჟების სიგრძე დაახლოებით 3 კმ-ია, ხოლო პირველი ხაზი ჯერ კიდევ აუთვისებელი რჩება, რაც განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა.
· 3.გამორჩეული ბუნება: გონიოსთან ახლომდებარე მთები უერთდება ზღვას, რაც ქმნის თვალწარმტაც ბუნებრივ პეიზაჟებსა და საოცარ ხედებს.
· 4. სიჩუმე და სიმშვიდე: დაახლოებით 3,000-იანი მოსახლეობით გონიო გთავაზობთ სიმშვიდესა და კომფორტულ ატმოსფეროს, განსხვავებით ბათუმის ხმაურიანი ცენტრისგან, სადაც მოსახლეობა 150,000 ადამიანს აღწევს. ქალაქისთვის აუცილებელი, მაგრამ კურორტისთვის არასაჭირო ობიექტების არარსებობა ხელს უწყობს სიმშვიდისა და ბუნებასთან ჰარმონიის შენარჩუნებას.
· 5. მოსახერხებელი მდებარეობა: გონიო მდებარეობს თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე და ბათუმის აეროპორტიდან 10 წუთის დაშორებით. გონიოს ციხე, რომელიც აჭარის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ფეხით სავალ მანძილზეა, ქალაქის ცენტრში კი მანქანით მხოლოდ 20 წუთში მოხვდებით.
გონიოს მომავალი: ინფრასტრუქტურა და ინვესტიციები
პროგნოზები გნიოს უახლოეს მომავალში საინტერესო განვითარებას უწინასწარმეტყველებს. სამშენებლო პროცესების ზრდასთან ერთად, გარეუბნის ინფრასტრუქტურა აქტიურად გარდაიქმნება. თურქეთის საზღვრიდან შემოვლითი გზის მშენებლობაზე და ბულვარის მთელ ტერიტორიაზე გაფართოებაზე მსჯელობა დადებითი ცვლილებების მოლოდინს ბადებს.
გონიოში მიწის ნაკვეთებზე ფასების სწრაფი ზრდა ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესის აშკარა მტკიცებულებაა.
მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გონიოში ქონების ფასები ჯერ ისევ არ ემთხვევა ბათუმს. თუმცა, ძვირადღირებული სასტუმროების აშენება, სავარაუდოდ, გამოიწვევს მოთხოვნისა და უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას. თავისი გამორჩეული თვისებებითა და განვითარების პერსპექტივებით, გონიო მზად არის დაუპირისპირდეს სტერეოტიპებს და გახდეს ქართული საკურორტო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი.
რა მოხდება უახლოეს მომავალში გონიოში
ის ფაქტი, რომ 4+ ვარსკვლავიანი სასტუმროების ცნობილი ბრენდები უკვე სტუმრობენ გონიოს, ამ საოცარი ადგილის მზარდი განვითარების მკაფიო მაგალითია.
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მე-3 კვარტლიდან 2023 წლის მე-3 კვარტლამდე, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა სწორედ გონიოს რაიონშია – 11%.
ხოლო თუ იმავე პერიოდის უძრავი ქონების ღირებულებაზე გამოვთვლით, მაშინ ყველაზე დიდი ზრდა ისევ გონიოშია და 45%-ს შეადგენს. წყარო: NAPR, Galt & Taggart-ის კვლევა.
მომავალი წლების პროგნოზების მიხედვით, აქ მალე დაიწყებს ოპერირებას Wyndham-ის ქსელის ორი სასტუმრო და Radisson-ის, ქსელის 1 სასტუმრო. ასევე პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კურორტი საქართველოში, Pontus Rotana Resort & Spa – რომელსაც მართავს გლობალური ბრენდი Rotana. ესაა გაერთიანებული საამიროების კომპანია, რომელიც 100-ზე მეტ სასტუმროს ფლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ცნობილია თავისი უზადო სერვისით.
Rotana-ს გამორჩეული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, Pontus Rotana Resort & Spa მოიცავს 546 ნომერს, განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე. სასტუმროს საზეიმო გახსნა დაგეგმილია 2027 წელს. Rotana-ს ბრენდს ჰყავს 700,000-ზე მეტი ლოიალური მომხმარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ იქნება ბრენდის პირველი კაზინო – მსგავსი პრეცედენტი Rotana-ს არცერთ სასტუმროში არაა. ყველა ზემოხსენებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ეს სასტუმრო დატვირთული იქნება არამხოლოდ ტურისტულ სეზონებში, არამედ მთელი წლის მანძილზე.
ბათუმში საინვესტიციო ბუმის კონტექსტში, სადაც ძირითადად დეველოპერული კომპანიები გვთავაზობენ მხოლოდ აპარტამენტებსა თუ აპარტ-ოტელებს, პონტუს დეველოპმენტი იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას გასცდეს სტანდარტულ შეთავაზებებს და სრულიად ახლებური ინვესტიცია შესთავაზოს ბიზნეს სექტორს. კომპანიის ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს ინვესტორებს გამოცადონ გონიოს უპირატესობები და თან მიიღონ სტაბილური შემოსავალი, რაც, თავის მხრივ, რეგიონს მეტ მიმზიდველობასა და პრესტიჟს შესძენს.
გაიგეთ მეტი pontus.ge
(R)

ასევე დაგაინტერესებთ