ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური “სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის” ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
აშშ-ის მხრიდან სანქცირებულ და მაგნიტსკის სიაში მყოფ ვახტანგ გომელაურს ჯილდო პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნულმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
ვახტანგ გომელაური 28 მაისს გადადგა. მან გადადგომის მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა განცხადებაში ოჯახთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გელა გელაძე გახდა.
