“გოლი თუ გაგვიტანეს, გვაქვს ჩვენ სერბებივით გეგმა-B?” – მეტრეველი

ინგლისი-სერბეთის თამაშმა კარგად გამოაჩინა, რომ მეორე ნომრად თამაში და კონტრშეტევების იმედად ყოფნა კარგია, ვიდრე გოლს გაუშვებ, მაგრამ თუ გოლი მაინც მიიღე, მერე იმის ტრაკი უნდა გქონდეს, ყველაფერი შეცვალო და შეტევაში წახვიდე. სერბეთი თავიდან დაახლოებით ისე თამაშობდა, როგორც საქართველო თამაშობს, ხოლმე, – მთელი გუნდით საკუთარ ნახევარზე იდგა და კონრშეტევის შანსს ელოდებოდა, მაგრამ ავტობუსის ჩაყენებამ ვერ უშველა და მე-13 წუთზე გოლი მაინც გაუშვეს. ჰოდა, ამის მერე ეგრევე შეცვალეს ყველაფერი და ისე შეუტიეს, რომ ინგლისს არაფერი დაუთმეს. მესმის, რომ საქართველოც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ჯგუფში ყველა გუნდი ჩვენზე გამოცდილია და ჩვენზე ძლიერად ითვლება, ამიტომ ჩვენც მეორე ნომრად უნდა დავიწყოთ, თან კონტრშეტევებზე თამაშიც კარგად გამოგვდის, შესაბამისად ასე დაწყება პრობლემა არაა, მაგრამ გოლი თუ გაგვიტანეს, გვაქვს ჩვენ სერბებივით გეგმა-B? შეგვიძლია სერბებვით ხაზის ამოწევა და პრესინგი? აქ შიში მიპყრობს, რადგან ასეთი რამ არცერთ ძლიერ გუნდთან არ გვიქნია. მახსენდება ნორგევიასთან სტუმრად თამაში, როცა ჩვენც არ გვიშველა ავტობუსმა და პირველ ტაიმში უკვე ორი გოლი მივიღეთ. მეორე ტაიმში ყველა ელოდა, რომ სტრატეგიას შევცვლიდით და შევუტევდით, მაგრამ ისევ ისე გავაგრძელეთ. ამ ფაქტმა შოკში ჩააგდო ნორვეგიის მწვრთნელი. ტიპი ისეთი გაოგნევული იყო, თავისი გაოცება პრესკონფერენციაზეც კი არ დამალა, ასეთი არაფერი მინახავსო.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი