გოზინაყის კეთების ტრადიცია 155 წლის წინანდელი გაზეთ „დროების“ საახალწლო ფელეტონიდან

„ქრისტეშობის 31-ია, აი ზარები დარეკეს…
ნუშსა და ნიგოზს არჩევენ. თაფლი დილიდანვე უყიდნიათ. აი, აგერ დასამხრდა, სანთლები აანთეს, ზედადგარი შედგეს ბუხარში და თაფლით ქვაბი შესდგეს ზედა. თქვენ ბუხარს ახვევიხართ და მოუთმენლობითა დნებით, როდის იქნება, ერთი თაფლმა მოიწიოს, რომ ნუში ან ნიგოზი ჩაუშვან, მაგრამ სად არის!
დედილოს უჭირავს ჩამჩა და მალ-მალე შინჯავს თაფლსა, უბერავს, რომ გააციოს და შინჯავს ხელით. მოიწია თუ არა, თან ჯავრობს, რომ ამისთანა თაფლი არ მინახავს, ღმერთი უწყრება, არ ეშველაო. თუმცა კი იქნება აგერ ეს ოცდამეცხრამეტე წელიწადია გოზინაყის მოხარშვაზე სულ ასე იცის ლაპარაკი.
აი, ამოვიდა თაფლი, გადმოდგეს ზედადგარიდამ, აი შესდგეს კიდევ, მოურიეს და შინჯავენ და ბოლოს ჩაჰყარეს ნიგოზი, აურიეს კარგად, ამოიღეს, დაასხეს სინებზე…
ახლა ნუში ჩაჰყარა, ახლა დაასხა სინზე. და ბოლოს ფანჯრებში დააწყეს და ყველა წელში გასწორდა და გულის ფანცქალი დაუმშვიდდა რომ თაფლი არ დაიწვა და გოზინაყი აგერ სადაცაა ვახშამზე მზათ იქნება“.
გაზეთი „დროება“, 1868 წლის 5 (17) იანვარი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები