“გოგოს კრიმინალი პოლიციელები გაუსწორდნენ… სთხოვდნენ, ოქმში დაეწერა ვითომ არ იცოდა დაზიანებები ვისგან მიიღო” – ადვოკატი

ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე Facebook-ზე, წერს:
“30 ნოემბერს, აქციაზე ახალგაზრდა გოგოს შსს-ს ნიღბიანი კრიმინალი პოლიციელები გაუსწორდნენ ფიზიკურად რამდენიმე ეტაპად: 1)დარბევის დროს ერთ-ერთმა კრიმინალმა პოლიციელმა ხელი კრა და დააგდო ძირს. 2) როდესაც ძირს დავარდა, მივარდა ნიღბიანი პოლიციელი და ფეხში ჩაარტყა, ამის შემდეგ გაისმა ყვირილი: “გოგოა, თავი დაანებეთ”. ამ ყვირილში და ქაოსში მოასწრო გაქცევა, მაგრამ მაინც არ შეეშვნენ – ნიღბიანი კრიმინალები მას და სხვა მოქალაქეებს სდიეს მეტრომდე – მეტროში როცა წაიქცა გაუსაძლისი ტკივილის გამო, პატრულის თანამშრომლები მივიდნენ და მას სთხოვდნენ, რომ გასაუბრების ოქმში დაეწერა ვითომ არ იცოდა დაზიანებები ვისგან მიიღო… ხვალ 11:00 საათზე დაბარებულია გამოკითხვაზე… სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ აპირებს გამოძიობანას თამაშს!! დღემდე 1 კრიმინალი – ზონდერიც არ არის დასჯილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)