გოგლიჩიძის კარგი მატჩი – “ემპოლიმ” “ვენეციასთან” ქულები გაიყო

სერია A-ს მეცხრამეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ვენეციას“ დაუზავდა (1:1) და ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ქულა მოიპოვა.
მასპინძლები დებიუტში მეკარე ვასკესის კურიოზული შეცდომის შედეგად პოხიანპალომ დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, როდესაც კოლომბოს შესანიშნავ დრიბლინგს პასი და მიმდინარე ტურნირზე ესპოზიტოს მეშვიდე გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში „ემპოლი“ უფრო აქტიური იყო, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად და უშედომოდ ითამაშა – შეფასებები: flashscore 7.2, sofascore 7.1, whoscored 6.9.
„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 20 ქულით მეთორმეტე ადგილზეა
და 11 იანვარს „ლეჩეს“ მიიღებს.
ვენეცია – ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 პოხიანპალო (5), 1:1 ესპოზიტო (32)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში