გოგლიჩიძე შეცვალეს – “ემპოლიმ” ზედიზედ მესამედ წააგო

სერია A-ს მეთვრამეტე ტურში „ემპოლი“ „ჯენოასთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები კი მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდნენ, როდესც მეკარე ვასკესმა საჯარიმოში გოგლიჩიძეს ცუდი პასი გაუკეთა. ცოტა ხანში მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ ესპოზიტომ პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო გენუელებმა კი მეორე გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც მწვრთნელმა დ’ავერსამ საბა დე შილიოთი შეცვალა. მალე ესპოზიტომ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში „ემპოლი“ ბევრს უტევდა, თუმცა ვერ გაიტანა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
გოგლიჩიძის თამაში, რომელსაც თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.0, flashscore 5.6, whoscored 5.3.
„ემპოლი“ 19
ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 4 იანვარს გასვლაზე „ვენეციას“ დაუპირისპირდება.
ემპოლი – ჯენოა 1:2
გოლები: 0:1 ბადელი (46), 0:2 ეკუბანი (68), 1:2 ესპოზიტო (74)
გამოუყენებელი პენალტი: ესპოზიტო (54, ემპოლი)