,,გოგა ხაინდრავას ლოგიკით, იყვნენ არაბები 300 წელი თავისთვის თბილისში, მოვიდა მერე ინტრიგანი დავით აღმაშენებელი“ – ლევან ყურაშვილი

ბლოგერი ლევან ყურაშვილი გოგგა ხაინდრავას სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა: ,,შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო?”
,,გოგა ხაინდრავას ლოგიკით, იყვნენ არაბები 300 წელი თავისთვის თბილისში.
ბიზნესს აკეთებდნენ
მოვიდა მერე ინტრიგანი დავით აღმაშენებელი ჯარით. არც ის იკითხა კონტრაქტში რა ეწერა, არც არაფერი.
ცეცხლითა და მახვილით აიღო თბილისი, ვიღაცები დახოცა, ვიღაცები გაასახლა და ამ პატიოსან არაბებს გადასახადები დაუწესა.
პ.ს. პროპაგანდაშიც და შედარებებშიც რა უნიჭოები ხართ, ბიჭო!”