,, გმირი მზია” და “გმირი ვაჟა” ერთად არ გამოდის და უნდა ჩამოყალიბდეთ!” – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
,,მზია ამაღლობელმა ბოდიში რისთვის უნდა მოიხადოს, არაფერი დაუშავებიაო!
და ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რა დააშავა, ბოდიშიც რომ მოიხადა და შეწყალების თხოვნითაც მიმართა “მის აღმატებულება სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს”?!
ბოდიშის მოხდის შემდეგ “გმირ ვაჟა ექიმს” რომ უწოდებთ, რა საგმირო საქმე ჩაიდინა?!
“იქ ჯდომას” და “აქ ჯდომას” არ ვადარებ ერთმანეთს, უბრალოდ, გეკითხებით:
ოსი ექსტრემისტებისთვის ბოდიშის მოხდა რატომ არის გმირობა, მითუმეტეს, როცა არაფერი დაგიშავებია და ქართველი პოლიციელისთვის ბოდიშის მოხდა რატომ არის სირცხვილი, როცა ქვეყანამ დაინახა, რომ დააშავე?!
“გმირი მზია” და “გმირი ვაჟა” ერთად არ გამოდის და უნდა ჩამოყალიბდეთ!”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე