გმირთა მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მოედნის მიმდებარე ქუჩებს კეტავენ

გმირთა მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მოედნის მიმდებარე ქუჩებს კეტავენ. ამ დროისთვის გადაადგილება შეჩერებულია ლაგუნა ვერეს მიმართულებით, თუმცა მომიტინგეები, რიგრიგობით, იმ ქუჩების გადაკეტვასაც ცდილობენ, რომლებიც მოედანს უერთდება.
ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებს გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი.
აქციაზე სახელწოდებით „პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!” მოქალაქეები 18:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მიზანი გმირთა მოედნის სრული პიკეტირებაა.

ასევე დაგაინტერესებთ