გმირთა მოედანზე, მემორიალთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ – ისინი რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მოაწყობენ

გმირთა მოედანზე, დაღუპული გმირების მემორიალთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც დაღუპულ გმირებს პატივის მიაგებენ.
ადგილზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები შემდგომში რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და არცერთი წუთით და არცერთი წამით, არ უნდა დავივიწყოთ, ჩვენი გმირი ქართველი ბიჭები, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოიტანეს ჩვენი ქვეყანა, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ს ჩექმა საქართველოს მიწას კვლავ აზიანებს და ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტმა კიდევ უფრო გაიდგას ფესვები ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ის ბიჭები, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან, ჩვენ აუცილებლად, მათ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ერთხელ და სამუდამოდ რუსეთი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში და საქართველო იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული, სადაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ.
ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ რუსულ პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ყველას გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა მ.
ასევე, ადგილზე მისულია სასულიერო პირიც, რომელიც დაღუპული ჯარისკაცებისთვის პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გაემართებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა