გმირთა მოედანზე კარვებს შლიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე კარვებს შლიან. ისინი გმირთა მოედანზე ვარაზის ხევის გავლით ჩავიდნენ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ასეთი საპროტესტო აქციები გაგრზელდება მანამდე, სანამ ქართული ოცნება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს.
“საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ყოველდღიურად იქნება ასეთი წინააღმდეგობრივი ღონისძიება, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება არ გახდება იძულებული ჩანიშნოს ამ ქვეყანაში ახალი . თავისი ფორმით, შინაარსით, სიყალბით ეს ე.წ. პარლამენტი, მსოფლიოს მასშტაბით, მართლაც უნიკალურია – მას არ აქვს აღიარება”, – განაცხადა ფორმულასთან მელიამ.
მანამდე საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ შენობასთან მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)