გმირთა მემორიალთან, ხვალ, დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება

გმირთა მემორიალთან, 17 მაისს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებსა და ში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით პანაშვილი 11:00 საათზე დაიწყება.
მათივე ცნობით, პანაშვიდს, სასულიერო პირებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.
„პანაშვიდის შემდეგ, გმირთა მოედანზე შეკრებილნი, შეუერთდებიან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას, რომელიც 12:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყება და დასრულდება წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საზეიმო პარაკლისს აღავლენს.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ